ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული კერძო სკოლა “მილენიუმში”

2009 წლის 18-25 თებერვალს ქ.რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმში”, ისევე როგორც საქართველოს ყველა სკოლაში, ჩატარდა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული. წინასწარ დაიგეგმა და მომზადდა სხვადასხვა სახის ღონისძიებანი.
კვირეულის პირველ დღეს, 18 თებერვალს, ისტორიის პედაგოგმა ჩაატარა გაკვეთილები 25 თებერვლის თემაზე.
19.02_25.02 – ფიზკულტურის პედაგოგმა იუნკრების სახელობის ტურნირში ჩართო მოსწავლეები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა საგანგებო სიგელით.
20.02 _ ჩატარდა წერა თემაზე “წერილი დაღუპულ იუნკერს” და გამოვლინდა რამდენიმე საუკეთესო ნაშრომი.
23.02 _ VII კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს სტენდი “1918-1921”, რომელიც სკოლაში გამოიფინა.
24.02 — მოეწყო დოკუმენტური ფილმის “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ” ჩვენება უფროსკლასელთათვის და გაიმართა დისკუსია, შთაბეჭდილებათა გაზიარება.
25.02 _ VIII კლასის 5 მოსწავლე ისტორიის პედაგოგთან ერთად დაესწრო ლექციას ოკუპაციის თემაზე, რომელიც ჩაატარა თსუ-ს ლექტორმა გიორგი ჟუჟუნაშვილმა. ლექცია ჩატარდა მე-4 საჯარო სკოლაში.
25.02 — სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქალაქო ღონისძიებაში ჟიული შარტავას ძეგლთან.
25.02. _ ისტორიის პედაგოგი და 1 მოსწავლე დაესწრნენ კონფერენციას ოკუპაციის თემაზე 22-ე საჯარო სკოლაში.